ფეხბურთი

23:15 | 19.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელია მზა ფეხბურთელია და გაუმჯობესებაც შეუძლია"

ტელეკომპანია DAZN-ის ჟურნალისტმა ტომაზო ტურჩიმ „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო და განაცხადა, რომ ლორენცო ინსინიეს ღირსეული შემცვლელია.

„კვარაცხელია არაჩვეულებრივი, მზა მოთამაშეა, ინსინიეს ღირსეული შემცვლელი. კლასი ბურთთან შეხებაზე ეტყობა, იცის გოლების გატანა, აქვს ფიზიკური ძალა და გაუმჯობესება შეუძლია“, - თქვა ტურჩიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში სადებიუტო თამაშში გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. „ნაპოლიმ“ „ვერონა“ 5:2 დაამარცხა, მეორე ტურში კი 21 აგვისტოს, „მონცას“ უმასპინძლებს.

0.114295