ფეხბურთი

20:15 | 19.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ნაპოლიმ" ნდომბელე დაიმატა

იტალიურმა "ნაპოლიმ" საფრანგეთის ნაკრების კანდიდატი და "ტოტენჰემის" ნახევარმცველი ტანგი ნდომბელე დაიმატა. ის ნეაპოლიტანელებს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, გამოსყიდვა კი 30 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

25 წლის ფეხბურთელი „ტოტენჰემმა“ 2019 წელს „ლიონიდან“ შეიძინა და 91 მატჩში 10 გოლი გაიტანა. გასული სეზონის მეორე ნახევარი მან იჯარით სწორედ „ლიონში“ გაატარა, სადაც 15 თამაშში თავი ერთხელ გამოიჩინა. კარიერის დასაწყისში კი „ამიენის“ წევრი იყო.

თუმცა, ნდომბელეს ტრანსფერი „ნაპოლიში“ ერთადერთი სიახლე არაა. გადაწყვეტილია ჯაკომო რასპადორის ტრანსფერიც. იტალიელმა თავდამსხმელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.

„ნაპოლიმ“ მიმდინარე ზაფხულს ნდომბელემდე ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, მატიას ოლივერა, სალვატორე სირიგუ, კიმ მინ-ჯე, ოლა ოსტიგორი და ჯოვანი სიმეონე დაიმატა. ლუჩანო სპალეტის გუნდმა სერია A-ს პირველ ტურში "ვერონა" 5:2 დაამარცხა, მეორე ტურში კი 21 აგვისტოს, "მონცას" უმასპინძლებს.

0.121892