ფეხბურთი

18:30 | 19.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "ლივერპულის" ცუდი სტარტი ჩემი საქმე არ არის"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას პრესკონფერნეციაზე „ლივერპულის“ წარუმატებელ სტარტზე ჰკითხეს, რაზეც ესპანელმა სპეციალისტმა პასუხის გაცემა არ ისურვა. როგორც გვარდიოლამ აღნიშნა, ეს მისი საქმე არაა.

„ეს არ არის „ლივერპულის“ წარმომადგენელთა პრესკონფერენცია. ამიტომ, შეკითხვა მათი მისამართით უნდა დასვათ. ეს არ არის ჩემი საქმე, მე პასუხისმგებელი ვარ „მანჩესტერ სიტიზე“, არ ვიცი, რა ხდება „ლივერპულში“. კონცენტრირება ჩვენს თავზე უნდა მოვახდინოთ“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, „ლივერპულმა“ საწყის ორ ტურში მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა და „მანჩესტერ სიტისთან“ უკვე 4-ქულიანი ჩამორჩენა აქვს.

0.106687