ინგლისის პრემიერლიგაში 23-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული „ნოტინგემ ფორესტი“ გაძლიერებას განაგრძობს და მორგან ბიგს-უაიტი დაიმატა.
„ფორესტმა“ 23 წლის ინგლისელ ფეხბურთელში „ვულვზს“ ბონუსების ჩათვლით 50 მილიონი ევრო გადაუხადა, რის შედეგადაც ის „ნოტინგემის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა.
გასული სეზონში მან ჩემპიონშიფში „შეფილდში“ იჯარით ითამაშა და 37 მატჩში 12 გოლი გაიტანა. „ვულვზისა“ და „შეფილდის“ გარდა, ერთი სეზონი იჯარით „სუონსი სიტიში“ აქვს გატარებული.
„ნოტინგემმა“ მიმდინარე ზაფხულს ძალიან იაქტიურა და მხოლოდ „ჩელსიზე“ ნაკლები ფული დახარჯა. მანამდე კლუბმა ჯესი ლინგარდი, რემო ფროილერი, ემანუელ დენისი და ორელ მანგალაც დაიმატა. „ნოტინგემს“ პრემიერლიგის ორ ტურში 3 ქულა აქვს მოპოვებული.