„ვილიარეალის“ თავდამსხმელი პაკო ალკასერი ორი დღის წინ საფეხბურთო კლუბ „შარჯაში“ გადავიდა, ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა, მაგრამ 48 საათში კონტრაქტი ცალმხრივად გაუწყვიტეს.
ინფორმაცია ამჯერადაც ოფიციალურად დადასტურდა და ალკასერის თავგადასავალი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მხოლოდ ორი დღე გაგრძელდა.
თუმცა, საიჯარო კონტრაქტის გაწყვეტიდან მალევე გაირკვა, რომ ესპანელი "შარჯაში" მაინც ითამაშებს, ოღონდ სრულფასოვანი კონტრაქტით, რომელიც 2025-წლამდე გააფორმა. იჯარის გაწყვეტის მიზეზიც ეს ყოფილა.
პაკო ალკასერს კარიერის განმავლობაში „ვალენსიას“, „ხეტაფეს“, „ბარსელონასა“ და „დორტმუნდის“ რიგებში უთამაშია, ესპანეთში ნაკრებში კი 19 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი.