სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

1:16 | 19.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "მეორე ტაიმში კალათბურთი არ გვითამაშია, რაღაც სხვა იყო"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა საბერძნეთის ნაკრებთან მარცხის (67:80) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ბერძენმა სპეციალისტმა აღნიშნა, მას სჯერა ამ გუნდის და ოფიციალური მატჩებისთვის მზად იქნებიან.

„ვულოცავ საბერძნეთის ნაკრებს, მათ უკეთ ითამაშეს და გამარჯვება დაიმსახურეს. წარმატებებს ვუსურვებ ევრობასკეტზე. დარბაზში ძალიან ლამაზი ატმოსფერო იყო. ჩვენ ბევრი პრობლემა გვაქვს გადასაჭრელი. დიდი ხანია, რაც ყველანი ერთად ვართ და უნდა მოვუმატოთ. დღეს, ისევ ძალიან კარგად დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში არ გვქონდა იგივე ხარისხი.

როგორც წესი, მესამე პერიოდში კონცენტრაციას ვკარგავთ, მცველების მხრიდან არ იყო მკაფიო თამაში, როგორც ეს პირველ ნახევარში იყო. მეორე ნახევარში კალათბურთს კი არ ვთამაშობდით, სხვა რაღაცას. ეს არის საკითხი, რომელიც უნდა გადავჭრათ.

რა თქმა უნდა, 21-დან მხოლოდ 2 სამქულიანს რომ ჩააგდებ, ვერავის დაამარცხებ. მიუხედავად ამისა, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ჩვენი გუნდის მიმართ, მჯერა, რომ თანდათან გავაუმჯობესებთ თამაშს, კონკურენტუნარიანები გავხდებით და ოფიციალური თამაშებისთვის მზად ვიქნებით. თუ მხოლოდ გამარჯვებაზე ვიფიქრებთ და არა გაუმჯობესებაზე, გამოდის, რომ არასწორი მიმართულებით მივდივართ“, - თქვა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მოსამზადებელ ეტაპზე ზედიზედ მეექვსე თამაში წააგო, მომდევნო შეხვედრას კი 19 აგვისტოს, პოლონეთის ნაკრებთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.13958