„მანჩესტერ იუნაიტედის“ მარჯვენა მცველი, აარონ ვან-ბისაკა, შესაძლოა, „კრისტალ პალასში“ დაბრუნდეს - გვამცნობს talkSport. მანკუნიანელთა ხელმძღვანელობა მზადაა ფეხბურთელი „არწივებს“ დაუბრუნოს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მის პოზიციაზე სხვა მოთამაშე შეიძინოს.
ვან-ბისაკას ტრანსფერი დიდწილად მანჩესტერელთა ახალი მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის სურვილითაა გამოწვეული. ნიდერლანდელს თავის გუნდში ამ პოზიციაზე სხვა ფეხბურთელის ხილვა სდომებია.
ახალდაწყებულ პრემიერლიგაში ვან-ბისაკას არცერთი წუთი უთამაშია. მის ადგილზე ჯერჯერობით სერჯინო დესტი ირჯება.
ვან-ბისაკა 2019 წელს გადავიდა „კრისტალ პალასიდან“ „მანჩესტერში.“