„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი, ბერნარდუ სილვა, „ბარსელონას“ ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, გაისად გახდება - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ალფრედო მარტინესი.
კატალონიელებს წლეულსაც უნდოდათ 28 წლის პორტუგალიელის გადაბირება, მაგრამ არ შეუძლიათ 100 მილიონი ევროს გადახდა. სწორედ ამდენს ითხოვს „სიტი.“
გაისად კი კიდევ ეცდებიან მრავალმხრივი შუახაზელის ხელში ჩაგდებას.