ფეხბურთი

11:24 | 18.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ კეიტას შენარჩუნებას შეეცდება

„ლივერპული“ გვინეელი ნახევარმცველის, ნაბი კეიტას შენარჩუნებას შეეცდება, რომელსაც კონტრაქტის ვადა გაისად ზაფხულში ეწურება - გვამცნობს GOAL.

ცოტა ხნის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 27 წლის შუახაზელს მერსისაიდული კლუბის დატოვება სურს, რადგან საკმარის სათამაშო დროს არ აძლევენ. მისი შეძენის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი „ლაიპციგია,“ საიდანაც იყიდა კიდეც „ლივერპულმა“ 2018 წელს.

მერსისაიდელები უახლოეს ხანში კეიტასთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკების დაწყებას აპირებენ.

0.109697