ბრიტანელი მილიარდერი, ჯიმ რეტკლიფი, „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეიძენს, თუკი მფლობელები კლუბს გაყიდიან - გვამცნობს Sky Sports.
თავიდან რეტკლიფი წილის შეძენაზეც თანახმაა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მფლობელები, გლეიზერების ოჯახი, კლუბში ახალი ინვესტიციების მოზიდვას აპირებენ.
69 წლის რეტკლიფმა, რომელიც ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანია, 2019 წელს 100 მილიონ ევროდ უკვე შეიძინა ფრანგული „ნიცა.“ ასევე ის შვეიცარიული „ლოზანას“ მფლობელიცაა.