სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

3:51 | 18.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვენუს უილიამსი და დომინიკ თიმი აშშ-ის ღიაზე უაილდ ქარდით მიიწვიეს

შეერთებული შტატების ჩოგბურთის ასოციაციის ცნობით, აშშ-ის ღია პირველობის ყოფილი ჩემპიონები, ამერიკელი ვენუს უილიამსი და ავსტრიელი დომინიკ თიმი, ტურნრზე უაილდ ქარდთ ითამაშებენ, რომელიც მათ ორგანიზატორებმა გადასცეს. მათ გარდა, სპეციალური მიწვევა ავსტრალიის ღიას ყოფილმა ჩემპიონმა, ამერიკელმა სოფია კენინმაც მიიღო.

ვენუსი 42 წლისაა და თავისი უმცროსი დისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, წასვლას ჯერ არ აპირებს. მას ფლეშინგ მედოუსზე შარშან არ უთამაშია. საერთოდ, კორტზე იშვიათად ჩანს. და თუ თამაშობს, არცთუ წარმატებით. აშშ-ის წლევანდელი ღია პირველობა, რომელიც სტარტს 29 აგვისტოს აიღებს, კარიერის ბოლო ტურნირი იქნება სერენა უილიამსისთვის.

დიდი სლემის 23 ტიტულის მფლობელმა სერენამ ახლახანს გამოაცხადა, რომ აშშ-ის ღია პირველობა, მისი კარიერის ბოლო გამოსვლა იქნება. ის ტრავმებმა გააწამა. მათი მოშუშების შემდეგ, ფორმაში შესვლას ვერ ასწრებს, ისე ღებულობს ახალ ტრავმას. ბევრი ფიქრის შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ დროა...

კენინს კანჭის ტრავმის გამო, ამ სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა. უთამაშებლობის გამო, ავსტრალიის ღია პირველობის ყოფილი ჩემპიონი, რეიტინგში ჩამოქვეითდა და ახლა 412-ე ადგილზეა. უაილდ ქარდიც სწორედ ამისთვის დასჭირდა.

რაც შეეხება თიმს, ვინც ფლეშინგ მედოუსზე გამარჯვება 2020 წელს მოიპოვა, ისიც ტრავმის ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ბრუნდება. ის ამჟამად რეიტინგში 228-ე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.129332