ფეხბურთი

23:59 | 17.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

სალვატორე ბანი: "კვარაცხელიას სეზონში 10 გოლის გატანა თავისუფლად შეუძლია"

იტალიის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სალვატორე ბანიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ სეზონში მინიმუმ 10 გოლის გატანა შეუძლია.

„მისი ტექნიკური უნარები განსახილველი არ არის. მას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს: თავხედობა. მას არ ეშინია მეტოქის მოტყუების, ამას ყოველთვის ცდილობს. ჩემი აზრით, მას უპრობლემოდ შეუძლია სეზონის ბოლოს 10 გოლზე მეტი ჰქონდეს, მაგრამ თუ თავითაც დაიწყებს გატანას, მეტიც შეიძლება“, - თქვა ბანიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ მეორე ტურში 21 აგვისტოს, „მონცას“ უმასპინძლებს.

0.115876