ფეხბურთი

14:45 | 17.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ედინსონ კავანის "ვალენსიაში" გადასვლა სურს

ედინსონ კავანი ჯერ კიდევ თავისუფალი აგენტია და ახალი კლუბის ძიებაშია. როგორც ცნობილი გახდა, ურუგვაელ თავდამსხმელს „ვალენსიაში“ თამაშის სურს.

ესპანური კლუბი „ელ მატადორით“ დაინტერესებულია და კავანის ძმა, რომელიც მისი აგენტიცაა, „ღამურების“ ბანაკში იყო, სადაც კონტრაქტის პირობები აქტიურად განიხილა. 35 წლის ფორვარდს ლა ლიგაში თამაში უნდა, ამიტომ, ყველა შეთავაზებას „ვალენსიას“ ამჯობინებს.

პრობლემა მისი თანამემამულე მაქსი გომესია, რადგან „ლოს ჩემ“ ის უნდა გაყიდოს, რომ კავანის გუნდში ადგილი გამოუთავისუფლოს. გომესით ყველაზე აქტიურად „ფენერბაჰჩე“ ინტერესდება.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ კავანი ესპანელთა მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოსაც პირადად ესაუბრა და ამრიგად, ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

შეგახსენებთ, რომ კავანი ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე პსჟ-ს, „ნაპოლისა“ და „პალერმოს“ წევრი იყო.

0.112291