ფეხბურთი

18:20 | 17.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერის" შეძენაზე ელონ მასკმა იხუმრა

ელონ მასკმა ტვიტერში დაწერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" შეძენას აპირებს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„მე მხარს ვუჭერ რესპუბლიკური პარტიის მემარცხენეებს და დემოკრატიული პარტიის მემარჯვენეებს, ასევე შევიძენ „მანჩესტერ იუნაიტედს“, - დაწერა მასკმა.

თუმცა, მოგვიანებით, ინფორმაცია თავადვე უარყო და თქვა, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ამჟამად გლეიზერების ოჯახს ეკუთვნის, რომლის წინააღმდეგ წლებია „წითელი ეშმაკების“ ფანები გამოდიან და კლუბის გასხვისებას ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.

0.117998