ფეხბურთი

0:48 | 17.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფრე კომპანის "ბარნლისთან": შოთა არველაძის "ჰალი" ჩემპიონშიფში ისევ დაუმარცხებელია

ინგლისის ჩემპიონშიფის მეოთხე ტურში შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ „ბარნლის“ ესტუმრა და შინ ქულით დაბრუნდა.

„ვეფხვები“ 25-ე წუთზე ოზან ტუფანის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ 9 წუთში ჯეი როდრიგესმა გაათანაბრა და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა - 1:1.

ამრიგად, „ჰალმა“ დაუმარცხებელი სერია გააგრძელა და ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 4 ტურში 8 ქულა აქვს (2 მოგება, 2 ფრე), რის შედეგადაც ამ დროისთვის მეორე ადგილზეა. არველაძის გუნდი მომდევნო ტურში 20 აგვისტოს, „ვესტ ბრომვიჩ ალბიონს“ ესტუმრება.

აქვე გეტყვით, რომ „ბარნლის“ მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული ბელგიელი ფეხბურთელი ვინსენ კომპანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.139674