ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატი მიმდინარეობს თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა.
79 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს ოთარ ადეიშვილი დაეუფლა. გარდა ამისა, ოთხშაბათს ფინალში იჭიდავებ ანდრო მარგიშვილი, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ლუკა ჩხიტუნიძე და მერაბ სულეიმანაშვილი.
დღეს ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრები წააგეს ლუკა ხუჭუამ, ლუკა ღვინჯილიამ და გიგი ქურხულმა.
შედეგად, საქართველოს ნაკრების აქტივში ჯერჯერობით ერთადერთი ბრინჯაოს მედალია.