ფეხბურთი

14:32 | 16.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე "გალათასარაის" და სერია A-ს ორ კლუბს დაუკავშირეს

გიორგი მიქაუტაძე იტალიის სერია A-ს ორ კლუბს და სტამბოლის „გალათასარაის“ დაუკავშირეს.

ტელეკომპანია DAZN Italia-ს ჟურნალისტი ორაციო აკომანდოს ცნობით. მიქაუტაძე „ტორინოს“, „ლეჩეს“ და „გალათასარაის“ შესთავაზეს. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. „გალათასარაი“ თურქული ფეხბურთის გრანდია, „ტორინო“ და „ლეჩე“ კი სერია A-ში თამაშობენ.

გიორგი მიქაუტაძეს „მეცთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. მან მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო და საფრანგეთის ლიგა 2-ის სამ მატჩში 2 გოლით და 1 საგოლე პასით გამოირჩა.

ქართველმა ფეხბურთელმა 2020-2022 წლებში იჯარით ბელგიურ „სერენში“ ითამაშა და ორივე სეზონში კლუბის საუკეთესო ბომბარდირი იყო.

0.118619