ფეხბურთი

13:38 | 16.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის მესამე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის მესამე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ქართველი შემტევი კონკრეტულად ლიგა 2-ის ვებგვერდმა გამოარჩია. 21 წლის შემტევმა გასულ უიქ-ენდზე „ვალანსიენთან“ მოგებულ მატჩში (2:0) გოლის გატანა მოახერხა.

მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო და სამ ტურში თავი 2 გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა.

0.112294