ფეხბურთი

1:41 | 16.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანხელ დი მარიას სუპერ დებიუტი და ტრავმა: "იუვენტუსმა" იოლად მოიგო (+VIDEO)

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს პირველი ტურში „სასუოლოს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად მოიგო.

ამრიგად, მასიმილიანო ალეგრის გუნდმა, რომელმაც გასულ სეზონში კატასტროფულად ითამაშა, ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. ამ შეხვედრას ორი გმირი ჰყავდა - ანხელ დი მარია და დუშან ვლაჰოვიჩი.

უფრო მეტად ეს წოდება არგენტინელს ეკუთვნის, რომელმაც სადებიუტო მატჩში დიდებული გოლი გაიტანა და მერე საგოლე პასიც გააკეთა. 34 წლის სამხრეთამერიკელი ახალი „იუვეს“ ლიდერი იქნება, უკვე აშკარაა. თუმცა, მეორე ტაიმის შუაში მან კუნთების ტრავმის გამო შეცვლა მოითხოვა და ხვალ გამოკვლევა დაადგენს დაზიანების ხარისხსს. ტურინში იმედოვნებენ, რომ სერიოზული არაფერია, რადგან დი მარიას მოედანზე განსხვავების შექმნა შეუძლია.

დუბლი შეასრულა დუშან ვლაჰოჩმა, რომელმაც ჯერ თავისივე მოპოვებული პენალტი გაიტანა, მერე დი მარიას საგოლე პასი შეირგო. „იუვემ“ 3:0 იმარჯვა და წინ „სამპდორიასთან“ საგარეო მატჩი ელოდება.

სხვათა შორის, სერია A-ს პირველი ტური ისე მიილია, რომ ფრე არ დაფიქსირებულა, რაც ისტორიაში მეოთხედ მოხდა, 1971 წლის შემდეგ კი პირველად. ერთი საინტერესო დეტალიც: გასული სეზონის შედეგებით 8 საუკეთესო გუნდმა ეს სეზონი მოგებით დაიწყო და მსგავსი ფაქტი იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მოხდა.

ჩვენთვის კი, პირველი ტურიდან რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიას მაგარი დებიუტია გამოსარჩევი და დასამახსოვრებელი - გოლით და საგოლე პასით...

„იუვენტუსი“ – „სასუოლო“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 დი მარია (26), 2:0 ვლაჰოვიჩი (43, პენ), 3:0 ვლაჰოვიჩი (51)

0.134