ფეხბურთი

21:47 | 15.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" "ჩელსისგან" ობამეიანგში 30 მილიონი ევრო მოითხოვა

ლონდონის „ჩელსის“ „ბარსელონას“ თავდამსხმელის პიერ-ემერიკ ობამეიანგის შეძენა სურს, მაგრამ ესპანური კლუბი გაბონელთან შელევას იოლად არ აპირებს.

ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ კატალონიელებმა ობამეიანგი 30 მილიონ ევროდ შეაფასეს, ხოლო ინგლისელები მის ტრანსფერს გაცილებით იაფად იმედოვნებენ.

„ჩელსის“ აფრიკელის ლონდონში დაბრუნება ძალიან სურს, ხოლო ჩავის მისი შენარჩუნება უნდა. მიუხედავად ამისა, მხარეები მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი „ბარსელონას“ „არსენალიდან“ მიმდინარე წლის ზამთარში შეუერთდა და 23 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის „არსენალის“ გარდა, „მილანში“, „დიჟონში“, „ლილში“, „მონაკოში“, „სენტ ეტიენსა“ და „დორტმუნდში“ თამაშობდა.

0.103719