„ნაპოლი“ სერია A-ს პირველ ტურში „ვერონას“ ესტუმრება და ხვიჩა კვარაცხელიას ოფიციალური დებიუტიც შედგება.
უკვე ცნობილია ნეაპოლური გუნდის ძირითადი შემადგენლობა და ხვიჩა კვარაცხელია სეზონს სასტარტოდან იწყებს. სპალეტი ქართველ შემტევს პირველივე მატჩში ენდო.
„ნაპოლი“ (4-3-3): მერეტი; დი ლორენცო, რაჰმანი, კიმ მინ-ჯაე, მარიო რუი; ანგისა, ლობოტკა, ზიელინსკი; ლოზანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.