სხვა

4:18 | 15.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ერინ კენედიმ კიბოს დიაგნოზიდან სამ თვეში ოქროს მედალი მოიპოვა

პარა-ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც მიუნხენში ტარდება, ბრიტანულმა ოთხეულმა (პლუს მესაჭე) ოქროს მედალი მოიპოვა. გამარჯვებულთა შორის არის მესაჭე ერინ კენედი, ვისაც ჩემპიონატზე გამგზავრებამდე სამი თვით ადრე, მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

30 წლის ნიჩბოსანს ქიმიოთერაპიის ორი კურსი უკვე გაკეთებული ჰქონდა, როდესაც შეიტყო, რომ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მასთან ერთად, ოქროს მედლებს ფრენკი ალენი, გიედრე რაკაუსკაიტე, ედ ფულერი და ოლი სტენჰოუპი დაეუფლნენ. კენედი გამარჯვებული ეკიპაჟის მესაჭეა.

„ჩემთვის ეს ძალიან ემოციური დღეა. ვამაყობ ჩვენი გუნდით. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ყველა ჩვენგანისთვის ბევრს ნიშნავს. ისინი ყოველთვის მე მირჩევენ მესაჭედ“, - განაცხადა კენედიმ, ვისაც ერთი პარალიმპიური ოქროს მედალიც აქვს მოპოვებული და ორჯერ მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ის ახლა შინ დაბრუნდება და მკურნალობას გააგრძელებს.

30 წლის კენედი ამბობს, რომ გუნდთან დამშვიდობება სეზონის ბოლომდე მოუწევს, მაგრამ იმედი აქვს, რომ გამოჯანმრთელდება და პარიზის 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს. „თუ რამე მაძლევს მოტივაციას, ეს ამ გუნდთან დაბრუნება და პარიზში გამგზავრებაა“, - ამბობს კენედი.

0.121236