ფეხბურთი

20:10 | 14.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

რიო ფერდინანდი: "მანჩესტერ იუნაიტედი" დაცინვის ობიექტად იქცა"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა მცველმა რიო ფერდინანდმა კლუბის წარუმატებელ სტარტზე კომენტარი გააკეთა. როგორც ინგლისელმა აღნიშნა, ახლა „იუნაიტედი“ მხოლოდ დაცინვის ობიექტია.

„მანჩესტერი“ ახლა ყველასთვის სასაცილოა, ჩვენ აბსოლუტური დაცინვის ობიექტი გავხდით. უყურებ გუნდს და ნულოვანი ნდობა გიჩნდება. თუ თამაშს ასე ვგეგმავთ, შეგვიძლია მწვრთნელად სემ ალარდაისი ან ტონი პულისი დავნიშნოთ. ეს არ არის ის „მანჩესტერი“, რომელსაც ოდესღაც ვიცნობდი. ეს ფსკერზე დაცემაა, შემდეგი მატჩი კი „ლივერპულთან“ გვაქვს“, - თქვა ფერდინანდმა.

შეგახსენებთ, „მანჩესტერმა“ პრემიერლიგაში „ბრაიტონთან“ 1:2 და „ბრენტფორდთან“ 0:4 წააგო და ორი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა.

0.118837