„მანჩესტერ სიტის“ ახალი კაპიტანი ჰყავს - ილქაი გიუნდოგანი. მას შემდეგ, რაც გუნდი ფერნანდინიომ დატოვა, ინგლისური კლუბი კაპიტნის გარეშე დარჩა და გერმანელზე არჩევანი თანაგუნდელებმა შეაჩერეს.
„ბორნმუთთან“ შეხვედრაში სწორედ გიუნდოგანი წარუძღვა გუნდს და გოლის გატანაც მოახერხა. ილქაი „სიტის“ ღირსებას 2016 წლიდან იცავს და მას შემდეგ 256 მატჩში 50 გოლი გატანა მოახერხა.
ფეხბურთელებმა კენჭისყრით გადაწყვიტეს, რომ გუნდის ვიცე-კაპიტნები კევინ დე ბრუინი, კაილ უოლკერი, რიბენ დიაში და როდრი იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერლიგაში წარმატებული სტარტი აირო და ორ ტურში 6 ქულა მოიპოვა.