ფეხბურთი

18:10 | 14.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი "ბარსელონაში": მოგებების ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი ბოლო 20 წელიწადში

„ბარსელონა“ სატრანსფერო ბაზარზე საგრძნობლად გაძლიერდა, ლა ლიგის პირველ ტურში კი „რაიო ვალეკანოს“ შინ ვერ მოუგო - 0:0.

როგორც ჟურნალისტი ფრან მარტინესი სოციალურ ქსელში წერს, ბოლო 20 წელიწადში ჩავის „ბარსელონას“ მწვრთნელებს შორის მოგების ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს.

მას შემდეგ, რაც ჩავი „ბარსაში“ დაინიშნა, 38 მატჩიდან მხოლოდ 20 მოიგო - 53.36%. ესპანელი სპეციალისტის რონალდ კუმანს (58.21%), კიკე სეტიენსა (64%) და ერნესტო ვალვერდესაც (66.90%) ჩამორჩა.

შეგახსენებთ, რომ ჩავიმ „ბარსელონა“ 2021 წელს ჩაიბარა და კლუბმა გასულ სეზონში ლა ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა.

0.112416