ინგლისის ჩემპიონშიფის მესამე ტურში „ქუინზ პარკ რეინჯერსი“ გასვლაზე „სანდერლენდთან“ მარცხს მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გადაურჩა.
საინტერესო ისაა, რომ ქპრ-ს ქულა მეკარე სენი დინგმა გადაურჩინა. 92-ე წუთზე, როცა მისი გუნდი 1:2 მარცხდებოდა, დინგი შეტევაში ჩაერთო და თავური დარტყმით გოლიც გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ „სანდერლენდი“ 2:0-ს იგებდა, მაგრამ „შავმა კატებმა“ ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. შეგახსენებთ, ჩემპიონშიფს შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ 7 ქულით ლიდერობს.