მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ალვარო მორატა ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნებასთან ახლოსაა.
ესპანელი ფორვარდი დიდი შანსია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდეს. ბრიტანული მედიის ცნობით, მორატას ტრანსფერი ინგლისურ გრანდს 35.5 მილიონი ევრო დაუჯდება.
მორატა „ატლეტიკოში“ მიმდინარე ზაფხულს დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც „იუვენტუსში“ ორწლიანი იჯარა ამოეწურა, თუმცა ის დიეგო სიმეონეს გეგმებში არ შედის.
აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში მორატამ „იუვენტუსში“ 48 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.