ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.
ნიკოლაი სემაშკოს სახელობის თასი თბილისში, როგორც ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ერთ-ერთ ქალაქში, FIBA-ს პროექტის, Trophy Tour-ის ფარგლებში 11 აგვისტოს ჩამოიტანეს. ქართული ტურის ფარგლებში დაგეგმილია თასის მიტანა ქალაქის სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილას. ტურის ბოლოს კი ,,ევრობასკეტის '' თასს ქართველი მაყურებელი 12 აგვისტოს საქართველო-ისრაელის ამხანაგურ საკალათბურთო მატჩზე იხილავს. აღსანიშნავია, რომ თბილისი ,,ევრობასკეტის'' A ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს. ჯგუფური ეტაპი 1 სექტემბერს დაიწყება და 7 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთის, თურქეთის, მონტენეგროს, ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებები იქნებიან.
GEONOC.ORG.GE