კატალონიის „ბარსელონამ“ ლა ლიგაში წარუმატებელი სტარტი აიღო და მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ძალიან გაძლიერდა, პირველ ტურში შინ „რაიო ვალეკანოსთან“ უგოლო ფრეს დასჯერდა. მატჩის შემდეგ ჩავიმ განაცხადა, რომ ეს შედეგი გუნდის მიზნებს არ ცვლის.
„მესმის იმედგაცრუება, თამაში ყურადღებით უნდა გავაანალიზოთ და მუშაობა გავაგრძელოთ. „რაიო“ თავს ძალიან კარგად იცავდა და მომენტების შექმნა გაგვიჭირდა. სამწუხაროა, რადგან გვინდოდა გულშემატკივრებისთვის გვეჩვენებინა, რომ სწორ გზაზე ვარ. ეს იმედგაცრუებაა, მაგრამ მოთმინებაა საჭირო.
ამ სეზონში ჩვენი მიზანი ტიტულების მოგებაა და ეს ფრე არაფერს ცვლის. თუ სეზონს უტიტულოდ დავასრულებთ, ჩემთვისაც და კლუბისთვისაც დიდი იმედგაცრუება იქნება. გასულ სეზონში სიტუაცია ბევრად რთული იყო, არ მინდა საბაბის ძებნა, უბრალოდ ახსნა-განმარტება მინდა გავაკეთო. უკეთესი იქნება, თუ ჩვენს მიმართ მოლოდინი დიდი იქნება, მაგრამ უნდა მოვითმინოთ. „რაიოსთან“ ეფექტურები არ ვიყავით, ეს თამაში უნდა მოგვეგო“, - აღნიშნა ჩავიმ.