ფეხბურთი

13:15 | 14.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტენ ჰაგი: "ფანები დავთრგუნეთ და ფეხბურთელებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა „ბრენტფორდთან“ მარცხის (0:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ფეხბურთელებმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღონ.

„ჩემთვის ეს რთული და მოულოდნელია. გუნდმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რადგან ფანები დავთრგუნეთ. ფეხბურთელებს ვთხოვე, რომ რწმენით ეთამაშათ და პასუხისმგებლობა აეღოთ, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს.

მხოლოდ მაშინ დავძლევთ ყველაფერს, როცა ერთად ვიქნებით. ცუდად არ გამიგოთ, მთავარი პასუხისმგებელი მწვრთნელია და ამას ვიღებ, მაგრამ ფეხბურთელებმაც უნდა აიღონ და უფრო მეტად თავდაჯერებულები იყვნენ. ჩვენ, როგორც გუნდი, რთულ პროცესში ვართ. სიტუაცია სწრაფად უნდა შეიცვალოს“, - თქვა ტენ ჰაგმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერმა“ ორ ტურში ქულა ვერ მოიპოვა და „ბრენტფორდთან“ განადგურებამდე შინ „ბრაიტონთანაც“ წააგო, შედეგად, უქულოდ ბოლო ადგილზეა. „წითელი ეშმაკები“ მესამე ტურში „ლივერპულს“ უმასპინძლებენ.

0.114637