ფეხბურთი

1:20 | 14.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ ვერ მოიგო. ლევანდოვსკიმ ვერ გაიტანა

„ბარსელონას“ ხეირიანი დებიუტი ვერ გამოუვიდა ლა ლიგაში. მართლია, ბოლო დროს „რაიო ვალეკანო“ უხერხულ მეტოქედ ექცა, მაგრამ მაინც.

კატალონიურ კლუბს სამი დებიუტანტი ჰყავდა: რობერტ ლევანდოვსკი, რაფინია და ანდრეას კრისტენსენი. განსაკუთგრებით, ცხადია, ყველას პოლონელი ფორვარდის ამბავი აინტერესებდა, რას იზამდა.

რობერტმა გოლი მე-12 წუთზე გაიტანა დემბელეს შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, მეკარე დიმიტრიევსკისთნ პირისპირ დარჩა და გატანა არ გასჭირვებია, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა. სხვათა შორის, მაკედონიელმა მეკარემ რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.

ამ შეხვედრაში კიდევ ორი გოლი გავიდა, მაგრამ არცერთი ჩაითვალა. ჯერ კესიემ შეაგდო მახვგილი კუთხიდან, შემდეგ კი სტუმრებმა იყოჩაღეს, მაგრამ ორივე შემთხვევაში ოფსაიდი გახლდათ.

ბოლოს კი „ბარსელონა“ კაცნაკლული დარჩა, ბუსკეტსმა საკუთარ საჯარომოსთან ფალკაოსთან იუხეშა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. თუმცა უკვე მესამე დამატებული წუთი მიმდინარეობდა.

თავად მატჩი კი, განსაკუთრებით პირველი ტაიმი, დიდი ვერაფერი საცქერი გამოდგა. თუმცა სეზონის დასაწყისია და ფეხბურთელებს მაინცდამაინც ნუ დავძრახავთ.

ესპანეთი

პრიმერა დივიზიონი

1 ტური. 13 აგვისტო

ბარსელონა - რაიო ვალეკანო 0:0

ბარსელონა. „კამპ ნოუ“

ბარსელონა: ტერ შტეგენი, არაუხო, გარსია, კრისტენსენი (სერხი რობერტო 60), ალბა (ობამეიანგი 82), ბუსკეტსი, პედრი (კესიე 72), გავი (დე იონგი 60), რაფინია (ფატი 60), ლევანდოვსკი, დემბელე

მწვრთნელი: ჩავი

რაიო ვალეკანო: დიმიტრიევსკი, ბალიუ, ლეჟენი, კატენა, ფრან გარსია, სისი, ლოპესი (ვალენტინი 62), პალასონი (სალვი 79), ტრეხო (პოსო 84), ალვარო გარსია, კამელიო (ფალკაო 62)

მწვრთნელი: ანდონი ირაოლა

მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

გაფრთხილება: დემბელე (14), ბუსკეტსი (74, 90+3); კატენა (45+5), ტრეხო (45), ლეჟენი (54), ფალკაო (69), სისი (86), დიმიტრიევსკი (89)

გაძევება: ბუსკეტსი (90+3)

სელტა - ესპანიოლი 2:2

1:0 ასპასი (45+2), 2:0 პასიენსია (63), 2:1 ესპოზიტო (72), 2:2 ხოსელუ (90+8 პენ)

ვალიადოლიდი - ვილიარეალი 0:3

0:1 ჯეკსონი (49), 0:2, 0:3 ბაენა (81, 89)

0.118129