საფრანგეთის ლიგა 1-ის მესამე ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ შინ „ვალანსიენი“ნ 2:0 დაამარცხა, ქართველმა ფორვარდმა კი გოლი გაიტანა.
მიქაუტაძემ 89-ე წუთამდე ითამაშა და მეტოქის კარი 86-ე წუთზე დალაშქრა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გიორგიმ ტექნიკურად ითამაშა, რამდენიმე მეტოქე მოატყუა და მართალია, ძლიერი დარტყმა არ გამოუვიდა, მაგრამ ზუსტი იყო და ბურთი ბადეში აღმოჩნდა. „მეცს“ სამ ტურში 6 ქულა დაუგროვდა, ხოლო ქართველი ფეხბურთელის აქტივში 2 გოლი და 1 საგოლე პასია.
აქვე გეტყვით, რომ „მეცი“ ლიგა 2-ის მომდევნო ტურში 20 აგვისტოს, სტუმრად „ლავალს“ დაუპირისპირდება.