ფეხბურთი

18:46 | 13.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტანგი ნდომბელე "ნაპოლიში" ტრანსფერთან ახლოსაა

იტალიური „ნაპოლი“ ახლოსაა ლონდონის „ტოტენჰემის“ ფრანგი ნახევარმცველი ტანგი ნდომბელეს შეძენასთან. ინფორმაციას ნეაპოლიტანური გამოცემები ავრცელებენ.

როგორც ცნობილი გახდა, ნდომბელე „ნაპოლის“ ერთწლიანი იჯარით და 3 მილიონ ევროდ შეუერთდება, ხოლო მისი გამოსყიდვა 15 მილიონ ევროდ სავალდებულო იმ შემთხვევაში გახდება, თუ ლუჩანო სპალეტის გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოიპოვებს. აღსანიშნავია, რომ ნდომბელეს ინგლისში 8 მილიონი ევრო აქვს ხელფასი და ნეაპოლში გასამრჯელოს მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს. მოსალოდნელია, რომ მხარეები საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ.

ნდომბელე „ტოტენჰემში“ 2019 წლიდან თამაშობს და 91 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ამიენსა“ და „ლიონში“ ირჯებოდა, ხოლო გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „ლიონში“ გაატარა, რადგან ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის.

„ნაპოლი“ სატრანსფერო ბაზარზე ძალიან გააქტიურდა და უკვე დაიმატა სალვატორე სირიგუ, ხოლო ჯოვანი სიმეონემ დღეს სამედიცინო შემოწმება გაიარა.

გარდა ამისა, ნეაპოლელებს აქტიურად უკავშირებენ ჯაკომო რასპადორისა და კეილორ ნავასს - ორივე ფეხბურთელის ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ მაღალია. მანამდე ნეაპოლელებმა ხვიჩა კვარაცხელია, მატიას ოლივერა, ოლა ოსტიგარი და კიმ-მინ ჯაე დაიმატეს.

0.114423