კალათბურთი

16:17 | 13.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მორიგი მატჩი დათმო. ირაკლი ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილი გუნდი უნგრეთს შეხვდა და 65:82 (სტატისტიკა) დათმო. ამ მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 2 წაგება მოუგროვდა და A ჯგუფის ერთ-ერთი აუტსაიდერია, რითაც ჯგუფიდან, შესაბამისად, პლეი ოფში გასვლის შანსი მინიმუმამდე შეუმცირდა.

შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარეობს 16-წლამდელთა B დივიზიონი, რომელშიც 22 გუნდი მონაწილეობს და მათგან 3 საუკეთესო A დივიზიონის საგზურს მოიპოვებს. საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ბელგიასთან 75:85 წააგო, თუმცა უნგრეთთან კიდევ უფრო გაუჭირდა და რთულ სიტუაციაში ჩაიყენა თავი. გასულ მატჩში 21 ქულით საუკეთესო იყო ალექსანდრე დაუშვილი. 17 ქულა ლუკა მუჯირიშვილმა, ხოლო 13 – ნიკოლოზ აბულაძემ მოაგროვა. ავთანდილ ბახტაძემ შეხვედრა 10 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა.

GBF.GE

0.116463