ფეხბურთი

15:35 | 13.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის გოლი სამხრეთკორეის ჩემპიონატში

სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 28-ე ტურში ვაკო ყაზაიშვილის „ულსან ჰიუნდაიმ“ „დეგუ“ 4:0 დაამარცხა, ქართველმა კი გოლი გაიტანა.

ვაკო ძირითად შემადგენლობაში არ იყო, თამაშში 24-ე წუთზე ჩაერთო და 51-ე წუთზე თავიც გამოიჩინა, რითაც ანგარიში იმ დროისთვის 3:0 გახადა. 29 წლის შემტევმა K ლიგის მიმდინარე სეზონის 25-ე მატჩში მეექვსე გოლი გაიტანა, 2 გოლი მას აზიის ჩემპიონთა ლიგაზეც აქვს გატანილი.

„ულსან ჰიუნდაის“ 26 თამაში აქვს ჩატარებული და ლიდერია, 5 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „ჩონბუკს“, თან თამაშით ნაკლები აქვს გამართული.

0.114248