ფეხბურთი

14:58 | 13.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport: "ვინმემ თუ უთხრა კვარაცხელიას, რომ დებიუტი იქ ექნება, სადაც მარადონას ჰქონდა"

ხვიჩა კვარაცხელიას ოფიციალური დებიუტი „ნაპოლიში“ ორიოდ დღეში, „სტადიო ბენტეგოდიზე“ „ვერონასთან“ შედგება. შესაძლოა, ეს არაფრის მთქმელი დამთხვევა იყოს, მაგრამ გავლენიანმა გამოცემა Gazzetta Dello Sport-მა ყურადღებაზე ამაზე მაინც გაამახვილა - დიეგო მარადონას ნეაპოლური დებიუტიც ვერონაში შედგა.

„ვინ იცის, საქართველოში, სადაც მას „კვარადონას“ ეძახიან, ვინმემ თუ უთხრა კვარაცხელიას, რომ მასაც სერია A-ში „ნაპოლის“ მაისურით დებიუტი ვერონაში ექნება, როგორც ეს მოხდა 1984 წლის 16 სექტემბერს, დიეგო მარადონას შემთხვევაში.

კვარაცხელიას ისტორია თავის ახალ კლუბთან ერთად შუა აგვისტოში იწყება და „ბენტეგოდიზე“ ცხელი ატმოსფერო იქნება ისტორიულად დაპირისპირებულ ორ ფან-სექტორს შორის. ნეაპოლიტანელთა მზერა მისკენ იქნება მიპყრობილი, ისევე, როგორც „ვერონას“ მცველების, რადგან ის აშკარად საშიშია და დღემდე უცნობია, რა გავლენას მოახდენს კვარაცხელია სერია A-ზე. ჯერჯერობით, პრესეზონზე „დინამო ბათუმის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ამხანაგურ მატჩებსა და ვარჯიშებზე შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ ეს მხოლოდ საზაფხულო ფეხბურთი იყო და ახლა კი უფრო სერიოზული ამოცანასთან გამკლავება მოუწევს“, - წერს Gazzetta Dello Sport-ი.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს პირველ ტურში „ნაპოლი“ 15 აგვისტოს, სტუმრად „ვერონას“ შეხვდება. ხვიჩა კვარაცხელიამ პრესეზონზე 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

0.113491