მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა იტალიურ Il Messaggero-სთან ინტერვიუში თქვა, რომ „სამეფო კლუბში“ მუშაობის შემდეგ კარიერას დაასრულებს.
„რეალის“ ეტაპი ჩემთვის ბოლოა, შემდეგ კარიერად დავასრულებ. ვფიქრობ, „ბლანკოსის“ შემდეგ გავჩერდები“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ ანჩელოტიმ „პარმაში“, „იუვენტუსში“, „მილანში“, „ჩელსიში“, პსჟ-ში, „რეალში“, „ბაიერნში“, „ნაპოლისა“ და „ევერტონში“ იმუშავა და ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ის ერთადერთი მწვრთნელია ისტორიაში, რომელმაც ხუთივე ტოპჩემპიონატი მოიგო, გარდა ამისა, ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლა.