ჩოგბურთი

2:57 | 13.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

სერენას გამო, აშშ-ის ღიას ბილეთების გაყიდვები გაიზარდა

სერენა უილიამსი აშშ-ის ღია პირვეობის შემდეგ, თავის კარიერას დაასრულებს. ჩოგბურთის ლეგენდის კორტზე უკანასკნელად ხილვის სურვილის გამო, ნიუ იორკელები და ქალაქის სტუმრები, დიდი სლემის ტურნირზე დასასწრებ ბილეთებს ინტენსიურად ყიდულობენ.

„როგორც წესი, როდესაც ჩოგბურთელი სპორტიდან წასვლას აპირებს, ტურნირებზე ბილეთების გაყიდვები იზრდება. მითუმეტეს, ასეა სერენას შემთხვევაში, ვინც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, ვისაც კი ფეხი კორტზე დაუდგამს. ბოლო 24 საათში, იმაზე დაახლოებით რვაჯერ მეტი ბილეთი გაიყიდა, ვიდრე მანამდე ყოველდღიურად ვყიდდით. ფანებისთვის სასიხარულო ისაა, რომ ფასი უცვლელი დარჩა“, - ამბობს აშშ-ის ღიაზე ბილეთების გაყიდვების მომსახურე კომპანია „სტაბჰაბის“ წარმომადგენელი ადამ ბუდელი.

სერენას თავისი 23 დიდი სლემის ტიტულიდან, ექვსი ნიუ იორკში აქვს მოპოვებული. ფლეშინგ მედოუსის ფინალში ბოლოს 2019 წელს ითამაშა. ის ახლა 40 წლისაა და სხვადასხვა მიზეზის გამო, ბევრი დრო გაუცდა, რაც მისი თამაშის ხარისხზეც აისახა.

სერენა და ვენუს უილიამსებმა, რომლებიც კრიმინალით ცნობილ ქალაქ კომპტონში (კალიფორნია) გაიზარდნენ, ჩოგბურთი შტურმით აიღეს და სპორტის ამ სახეობის, როგორც თეთრკანიანი ადამიანების სპორტის სტერეოტიპი შეცვალეს.

სერენამ დიდი სლემის ბოლო, 23-ე ტიტული ავსტრალიაში 2017 წელს მოიპოვა. მაშინ ის უკვე ფეხმძიმედ იყო და მალე შვილი, ოლიმპია შეეძინა.

„არ მიყვარს სიტყვა კარიერის დასრულება. ჩემი აზრით, უკეთესი სიტყვა იქნებოდა ევოლუცია. მე ჩოგბურთიდან მივდივარ, მაგრამ საქმიანობას სხვა სფეროებში გავაგრძელებ, რომლებიც ჩემთვის მნიშვნელოვანია“, - ამბობს სერენა.

მას ნათქვამი აქვს, რომ მეორე შვილის გაჩენა სურს. რა საქმიანობით დაკავდება სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ამაზე ჯერ არაფერს ამბობს.

0.115404