ფეხბურთი

17:29 | 12.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა პელეგრინი “იუვენტუსმა” ბუნდესლიგაში გაანათხოვრა

ტურინის „იუვენტუსი“ ლუკა პელეგრინის გაანათხოვრებს. რომეო აგრესტის ინფორმაციით, ფრანკფურტის „აინტრახტი“ სერიოზულ ინტერესს იჩენს.

გერმანულ კლუბთან მოლაპარაკებები ერთწლიან იჯარაზე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია. „იუვენტუსი“ პელეგრინის თუ გაუშვებს, გუნდში მხოლოდ ერთი ნომინალური მარცხენა მცველი დარჩება – ალექს სანდრო.

Sky Sport-ი იტყობინება, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია და პელეგრინი პარასკევს სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ლუკამ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანა. ის „იუვემ“ 2019 წელს „რომადან“ დაიმატა, თუმცა, იჯარით ჯერ „კალიარიში“ და შემდეგ „ჯენოაში“ ჰყავდა გაშვებული.

0.119794