ფეხბურთი

14:55 | 12.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" სამი ფეხბურთელი უნომროდ დატოვა და მხოლოდ 17 ფეხბურთელი დაარეგისტრირა

„ბარსელონა“ ახალი სეზონის წინ დაინომრა, მაგრამ სამი ფეხბურთელი ნომრის გარეშე დარჩა, რაც ნიშნავს, რომ მათ კლუბის დატოვება მოუწევთ.

ნიკო გონსალესი, მარტინ ბრაითვაითი და სამუელ უმტიტი „ბარსელონაში“ სათამაშო ნომრების გარეშე დარჩნენ. აღსანიშნავია, რომ ნიკო გონსალესთან „ვალენსიას“ შეთანხმება მიღწეული აქვს და ის „მესტალიაზე“ გადავა, დანიელი თავდამსხმელისა და ფრანგი მცველის მომავალი კი გაურკვეველია.

მემფის დეპაი, რომელიც გასულ სეზონში 9 ნომერი იყო, კატალონელთა რიგებში 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, ხოლო მირალემ პიანიჩს 16 ნომერი ერგო.

გარდა ამისა, ლა ლიგის პირველი ტურისთვის „ბლაუგრანას“ მხოლოდ 17 ფეხბურთელი ჰყავს დარეგისტრირებული. კლუბმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ახალწვეულებისა და იმ მოთამაშეების დარეგისტრირება, რომლებმაც კონტრაქტები გაახანგრძლივეს - სერხი რობერტო, უსმან დემბელე, რაფინია, რობერტ ლევანდოვსკი, ჟიულ კუნდე, ანდრეას კრისტენსენი და ფრანკ კესი. შესაბამისად, დიდი ალბათობით, „ბარსას“ პირველ ტურში „რაიო ვალეკანოსთან“ თამაში მათ გარეშე მოუწევს.

თეგებიბარსელონა
0.115815