ფეხბურთი

13:33 | 12.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუიშ ფელიპე სკოლარის რეკორდი ლიბერტადორესის თასზე

ლუიშ ფელიპე სკოლარი კოპა ლიბერტადორესის რეკორდსმენი გახდა. ის პირველი მწვრთნელია, რომელმაც სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში გუნდი ექვსჯერ გაიყვანა.

აღსანიშნავია, რომ სკოლარიმ ლიბერტადორესის თასზე სულ 8 სეზონი იმუშავა და ყოველჯერზე მინიმუმ მეოთხედფინალამდე მივიდა, 6-ჯერ კი ნახევარფინალს უწია, რაც როგორც ვთქვით, რეკორდია. თუმცა, გამოცდილ სპეციალისტს ეს ტურნირი ბოლოს 1999 წელს აქვს მოგებული, როდესაც „პალმეირასის“ მთავარი მწვრთნელი იყო.

სკოლარი ამჟამად „ატლეტიკო პარანაენსეს“ თავკაცია, რომელმაც მეოთხედფინალში არგენტინული „ესტუდიანტესი“ გასვლაზე ბოლო წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა. „პარანაენსე“ ნახევარფინალში სწორედ „პალმეირასს“ ხვდება, ხოლო მეორე ნახევარფინალური წყვილი „ფლამენგომ“ და „ველეს სარსფილდმა“ დააკომპლექტეს.

შეგახსენებთ, რომ ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ყველაზე დიდ წარმატებას 2002 წელს მიაღწია, როდესაც ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118162