სხვა

21:47 | 11.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

IOC-ი საერთაშორისო ტურნირებზე რუსი სპორტსმენების მიწვევის რეკომენდაციას კვლავაც არ იძლევა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, IOC ჯერაც არ იძლევა ტურნირებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მიწვევის რეკომენდაციას.

თომას ბახი აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებების პირობებში სპორტულ საზოგადოებაში ამ ქვეყნის წარმომადგენელთა ადგილი ვერ იქნება.

"ახლა რეკომენდაციების და ურთიერთობების შეცვლის დრო არ არის. ჩვენ კვლავინდებურად არ ვიძლევით შეჯიბრებებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მიწვევის რეკომენდაციას. არანაირი ჰიმნი, დროშა და ეროვნული ფერები," - განმარტავს IOC-ის პრეზიდენტი.

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, თებერვლის ბოლოს IOC-მა საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს რეკომენდაცია მისცა საერთაშორისო შეჯიბრებებზე არ დაუშვან რუსი და ბელარუსი ათლეტები.

ცოტა ხნით ადრე IOC-ის წევრმა კრეიგ რიდიმ ასევე განაცხადა, რომ აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლები არ უნდა დაუშვან პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.

GEONOC.ORG.GE

0.137735