მაურო იკარდი „პარი სენ ჟერმენის“ გეგმებში აღარ შედის. პარიზული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ დაადასტურა, რომ არგენტინელი თავდამსხმელი გუნდთან ერთად აღარ ითამაშებს.
იკარდის ახლა ორი არჩევანი აქვს - ან ახალი გუნდი უნდა იპოვოს და ამისთვის ორი კვირა აქვს, ან პსჟ-ს მეორე გუნდში უნდა ითამაშოს, რომელიც მეხუთე დივიზიონშია მოყვარულთა შორის ასპარეზობს.
იკარდით ამ დრომდე ინტერესს იტალიის სერია A-ს დებიუტანტი „მონცა“ იჩენს, სხვა კლუბებიდან კი კონკრეტული ინტერესის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
29 წლის იკარდი პსჟ-ს რიგებში 2019 წლიდან თამაშობს და 92 შეხვედრაში 38 გოლი აქვს გატანილი, კლუბთან კონტრაქტი კი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. არგენტინელს მანამდე გენუის „სამპდორიასა“ და მილანის „ინტერის“ შემადგენლობაში აქვს ნათამაშები.