ფეხბურთი

13:39 | 11.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

„აიაქსმა“ მექსიკელი ფეხბურთელი დაიმატა

„ამერიკას“ მცველი, ხორხე სანჩესი, ამსტერდამის „აიაქსის“ ფეხბურთელი გახდა - გვამცნობს მექსიკური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

24 წლის მექსიკელს კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს. ის 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

სანჩესი „ამერიკის“ ღირსებას 2015 წლიდან იცავდა და ჯამში 125 მატჩში 2 ბურთი გაიტანა.

მექსიკის ნაკრეში მას 2019 წლიდან იძახებენ.

0.120202