ფეხბურთი

11:17 | 11.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

გალიანის ევროპის სუპერლიგის შექმნა სურს პრემიერლიგის კლუბების გარეშე

„მონცას“ გენერალურმა დირექტორმა, ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ საჭიროა შეიქმნას ევროპული სუპერლიგა პრემიერლიგის კლუბების გარეშე.

„პრემიერლიგის კლუბები ოთხჯერ მეტ თანხას გამოიმუშავებენ, ვიდრე სერია A-სი. „მონცა“ ტელეუფლებებიდან 33 მილიონ ევროს მიიღებს, საიდანაც 3 მილიონი სერია B-ს უნდა გადაუხადოს („მონცა“ სერია A-ს დებიუტანტია), ხოლო პრემიერლიგაში აღზევებული „ნოტინგემ ფორესტი“ 160 მილიონს მიიღებს. მითხარით, როგორ გავუწიო კონკურენცია მათ? როგორ შევაჩერო ასეთი ტენდენცია მსოფლიო ეკონომიკაში?

ბრექსიტი ფეხბურთშიც უნდა მოხდეს. ინგლისელების გარეშე ნამდვილი ევროპული შეჯიბრი იქნება.“ - ციტირტებს გალიანის სიტყვებს Daily Mail.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის აპრილში 12-მა კლუბმა ევროპის სუპერლიგის შექმნის შესახებ განაცხადა, მაგრამ პროექტი ჩავარდა.

0.117943