ლონდონის „ჩელსი“ მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე გუნდის გაძლიერებაზე მუშაობას აგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლონდონური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა „ბარსელონადან“ პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერი მოითხოვა. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.
„ჩელსიმ“ მიმდინარე ზაფხულს ორი ფორვარდი, რომელუ ლუკაკუ და ტიმო ვერნერი გაასხვისა, შესაბამისად, ამ პოზიციაზე შევსება სჭირდება.
პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გასულ სეზონში „არსენალისა“ და „ბარსელონას“ მაისურით 38 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა. მას ინგლისში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, სადაც წლების განმავლობაში „არსენალის“ ღირსებას იცავდა.