ლონდონის „არსენალს“ „მილანის“ ნახევარმცველის, სანდრო ტონალის გადაბირება სურს. იტალიელთა მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლის ფეხბურთელის გაშვება არ სურს, მაგრამ კლუბში მზად არიან 22 წლის შუახაზელი გაყიდონ, თუ რომელიმე კლუბი 55 მილიონ ევროს გადაიხდის - გვამცნობს Calciomercato.
ტონალი „ბრეშას“ აღზრდილია. კლუბის აკადემიაში 12 წლის მოხვდა. 2020 წლის სექტემბერში ის „მილანმა“ ერთწლიანი იჯარით აიყვანა 10 მილიონ ევროდ. შემდეგ კი 6,9 მილიონად გამოისყიდა.
გასულ სეზონში ტონალი „მილანთან“ ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა.