ფეხბურთი

14:23 | 9.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

„უოტფორდის“ მოთამაშემ გოლი მოედნის საკუთარი ნახევრიდან გაიტანა

ინგლისური ჩემპიონშიფის მე-2 ტურის მატჩში „ვესტ ბრომვიჩმა“ „უოტფორდს“ უმასპინძლა. შეხვედრა 1:1 დასრულდა. თუმცა მთავარი ამბავი ის იყო, რომ „უოტფორდის“ შემტევმა, ისმაილა სარმა მე-12 წუთზე გოლი მინდვრის საკუთარი ნახევრიდან გაიტანა.

სენეგალელმა დაინახა მოწინააღმდეგე მეკარე წინ რომ გამოსულიყო და თავისი მოედნიდან, ცენტრის ახლოდან პირდაპირ კარში დაარტყა და კარის დარაჯს, დევიდ ბატონს ბურთი ზურგსუკან გადაატარა.

0.114059