ფეხბურთი

16:33 | 9.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა გაგნიძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში: "დინამოს" ნახევარდაცვის ნათელი წარმომადგენელი"

რუსეთის პრემიერლიგის მეოთხე ტურში ლუკა გაგნიძის მოსკოვის „დინამომ“ სამარაში „კრილია სოვეტოვი“ 2:0 დაამარცხა, ქართველი კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

19 წლის ქართველმა 90 წუთი ითამაშა და საგოლე პასი გააკეთა. სწორედ მისი გადაცემით გახსნა ანგარიში მე-13 წუთზე რობერტო ფერნანდესმა. ლუკა პრემიერლიგის მეოთხე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა Whoscored-ის ვერსიით, რომლისგანაც 8.2 ქულა დაიმსახურა.

„დინამოს“ ნახევარდაცვის ნათელი წარმომადგენელი. დანიილ ფომინის არყოფნაში „კრილია სოვეტოვთან“ მოედნის ცენტრში ადგილი სწორედ გაგნიძემ დაიკავა. ქართველი აქტიურობდა და კუთხურის შემდეგ რობერტო ფერნანდესს საგოლე პასი გაუკეთა. ერთადერთი უარყოფითი ამ შეხვედრაში ყვითელი ბარათი იყო, მაგრამ Whoscored-ისგან მაინც მაღალი ქულა მიიღო - 8.2“, - წერს Championat.com-ი.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის „დინამომ“ ლუკა გაგნიძე გასულ ზაფხულს შეიძინა და მან გასული სეზონი ჯერ „ურალში“, მერე პოლონურ „რაკუვში“ გაატარა. წელს კი მოსკოვურ კლუბში დაბრუნდა, სადაც მიმდინარე სეზონში ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.105493