პრემიერლიგის პირველ ტურში „ფულემთან“ (2:2) მიღებული ტრავმის გამო, „ლივერპულის“ ესპანელი ნახევარმცველი, ტიაგუ ალკანტარა დაახლოებით ექვს კვირას ვერ ითამაშებს - გვამცნობს The Athletic.
გასულ სეზონში ალკანტარამ ყველა ტურნირში „ლივერპულის“ მაისურით 39 მატჩი ჩატარა, ორი ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.